სამშაბათი, 2024-05-07, 11:18 PM
ინფორმაციის უწყვედი ნაკადი
Main Registration Login
Welcome, Guest · RSS
საიტის მენიუ
Section categories
ინფორმაცია [16]
თამაშები [128]
ფილმები [1]
პროგრამები [7]
ვებმასტერებს [9]
ონლაინ სამყარო [0]
გართობა [0]
ჩატი
200
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Total of answers: 4
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
შესვლის ფორმა
 
Main » 2012 » მაისი » 27 » ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხალხის ნდობას გაამართლებს
5:38 PM
ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხალხის ნდობას გაამართლებს
 

მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ, - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, საქართველოს მოქალაქეა იმიტომ, რომ ისე არავინ უყვარს, როგორც საკუთარი ხალხი. "ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის. გავიხსენოთ 9 აპრილის მოვლენები, რომლებიც ამ ადგილთან ახლოს განვითარდა. გავიხსენოთ ისინი, ვინც ერთი წლის წინ 26 მაისს ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და შეკრებილებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისათვის.

ივანიშვილის განმარტებით, მისი ოცნება ყოველთვის იყო თავისუფალი და სამართლიანი საქართველო, სადაც ადამიანს ყველაფრის საკუთარი ნიჭით მიღწევა შეეძლო და ეს დღესაც მის ოცნებად რჩება.

"ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში და ბოლო წლებია ვხედავ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში არ დასრულდა. სამწუხაროდ, დღეს გვყავს უგუნური მმართველი და ამას ყველა კარგად ვხედავთ. ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლების უგუნურობა უკვე იქამდე მივიდა, რომ ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელშიც მისი ღრმა რწმენით "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს.

"საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კოალიცია გაიმარჯვებს, თუმცა ამისათვის მხოლოდ თავგანწირვა არ არის საკმარისი და მიზნის მისაღწევად საჭიროა გეგმა, რომელიც კოალიციას უკვე შემუშავებული აქვს.
ივანიშვილის განცხადებით, მისი განცხადების მერე, რომ ის პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, 7 თვე გავიდა და ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას გეგმაში ჰქონდა.

"პროცესები დღეიდან შეუქცევად ხასიათს მიიღებს, შეუძლებელია უკვე დაწყებული პროცესის შეჩერება. რაც არ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი ხელისუფლებას, ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, გასული 7 თვის განმავლობაში მათ მოახერხეს ოპოზიციური სპექტრის ერთ მუჭად გაერთიანება და ეს არც ისე იოლი იყო. "ჩვენს წინააღმდეგ არის ერთი მშიშარა კაცი, რომელსაც შიშის და ძალადობის გარდა არაფერი დარჩენია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დღეიდან კოალიცია იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და მათი მიზანია, არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება. აქვე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მან ძალიან კარგად იცის როგორ უნდა მოახერხოს ეს, რადაგან კარგად იცის შრომის ფასი და მძიმე შრომის ფასად მიაღწია ბიზნესში წარმატებას.

"ქართული ოცნების" ლიდერი მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯანდაცვის უფასო პაკეტით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" პროგრამა წარადგინა. მისი განცხადებით, უმუშევრობის პრობლემა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ყველას შეეძლება ოჯახის რჩენა და "ქართული ოცნება" ამას შეძლებს.

"მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის დასაქმება. დავიწყებთ ბრძოლას სამართლიანი სასამართლოსთვის. ასევე, საქართველოს გათავისუფლებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რეალური ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. "ჩვენ ვერ გპირდებით სასწაულს, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იწყებს ბრძოლას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის. "ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას უფასო სადაზღვევო პაკეტს. საქართველოს ყველა მოქალაქე ამით იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ისაუბრა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეც და თქვა, რომ "ქართული ოცნება" იზრუნებს, რათა ყველა სოფელში ფუნქციონირებდეს სკოლა და პედაგოგებს საქმიანობის ღირსეულად შესრულების საშუალება მიეცეთ და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება. "რაც მთავარია, ჩვენი მოსვლის შემდენ პედაგოგებს ვერავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" იწყებს სოფლის ფეხზე დაყენებისთვის ბრძოლასაც. "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს. შემუშავებული გვაქვს პროგრამები, რათა თითოეული გლეხი ფეხზე დავაყენოთ და ავაღორძინოთ სოფელი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ფერმერული, საოჯახო და კორპორაციული მეურნეობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდება.

ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხალხის ნდობას გაამართლებს. როგორც კოალიციის ლიდერმა განაცხადა, პენსიონერებს ექნებათ ისეთი პენსია, რომ ღირსეულად იცხოვრონ, ასევე შრომის ვეტერანებს სათანადო შეღავათები ექნებათ. ამისთვის, ივანიშვილის განცხადებით, კოალიციას გეგმები უკვე შემუშავებული აქვს.

"ჩვენ დღეს ვიწყებთ, რომ ხვალ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, დღეს იწყება საარჩევნო კამპანია და ინტენსიური სამუშაოები ჩატარდება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ივანიშვილის თქმით, ის დღეს დარწმუნდა, რომ ქართველი ხალხის დაშინება ძალიან რთულია.

"სააკაშვილის კი არ ეშინიათ, ეს უნდობლობაა, ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თქვენი ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან პირობა დადო რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბოლომდე იბრძოლებს. "ჩემი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს წელგამართული, დაცული იყოს მათი უფლებები, ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს თავისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მათი ოცნებაა ასევე საამაყო პოლიცია და ჯარი ემსახურებოდეს სამშობლოს და არა კონკრეტულ პიროვნებას. ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის ოცნებაა ასევე ის ხალხი, რომელიც ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში არის წასული, სამშობლოში დაბრუნდეს. 

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია უკვე დასრულდა.
შეხვედრის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. მისივე განმარტებით, დღეიდან მთელი დატვირთვით იმუშავებს "ქართული ოცნების" შტაბები რეგიონებში და 7 ივლისს ასეთივე აქცია ქუთაისში გაიმართება.

"ჩვენ უნდა მივიდეთ ყველგან და უნდა ავამოქმედოთ ყველა. მივალთ ყველა ქალაქში და გავმართავთ ასეთ აქციებს. შემოდგომამდე მთელ ქვეყანას ერთად შევკრავთ და გპირდებით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ოცნებების ასრულება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებით იწყება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აქციის დასასრულს კი შეკრებილებისთვის ბერა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა. 
ამ დროისთვის "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.


















Category: ინფორმაცია | Views: 912 | Added by: DL1MP1K | Tags: რომ, ივანიშვილმა, პირობა, ნდობას, ხალხის, გაამართლებს, ბიძინა, დადო | Rating: 1.0/1
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]
Copyright MyCorp © 2024
ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
კვორსაოთხუპაშა
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Entries archive
Keywords
1 Player flash Free Game Car Driving და Obstacle Default Series Fighting 2 Players animal Purchase Equipment Upgrades /RUS Blood Android game money Ball soccer Sports Механики of R.G. rus Racing (2012/ENG/Repack) (2012) არ Shooting DiRT Showdown /WEB (2011/ENG/Repack) Alan commando by Fenixx Crusader Stronghold Ultimate world the Battlefield Patrician 2012 Collection for Repack PC от Catalyst Box Burnout Paradise (RUS/2009/RePack) and city Adventure edition FlatOut /RePack eng (RUS/ (RUS /ENG /2007 (2012 a1chem1st /RePack) (2011 black /2009 games 2009 (2010 /PC (Eng /2012 /MULTi5 ACTION 3d ) R.G. 1.6 strike /2010 2010 /2003 /2008 /2011 crazy Andreas gta San (2008 in (pv48 /No-Steam Racer Bad /Multiplayer
საიტის მეგობრები
  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits
  • Make a free website with uCoz


    CATEGORIES