ბაქოში, გუშინ "ევროვიზია 2012-ის" მეორე ნახევარფინალური ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართველმა კონკურსანტმა ანრი ჯოხაძემ მიიღო.
ის "კრისტალ ჰოლის" სცენაზე მე-12 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერას "მე ვარ ჯოკერი" შეასრულა, მაგრამ სამწუხაროდ ევროვიზიის ჟიურის და SMS-ების ჯამური შედეგებით ანრი ჯოხაძე და მისი გუნდი ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა. ევროვიზიის სიმღერის რიგით 57-ე კონკურსში, რომელსაც წელს აზერბაიჯანი მასპინძლობს, 42 ქვეყანა მონაწილეობს.
|